ისრაელის სამხედრო სამსახურში აცხადებენ, რომ მათ სირიაში ირანული ძალების ობიექტებზე მიიტანეს იერიში. როგორც ისაელის თავდაცვის ძალები იუწყება, მათი ოპერაცია ე.წ ქუდსების ძალების წინააღმდეგ მიმდინარეობს, რომელიც ირანის რევოლუციური გვარდიის ელიტარულ დანაყოფს წარმოადგენს. სხვა დეტალების შესახებ ისრაელში არ საურობენ. თუმცა, არსებობს ცნობები, რომ სირიის დედაქალაქ დამასკოს შემოგარენში დღეს დილით სროლის ხმა იყო. თავად სირიული მედია კი იტყობინება რომ საჰაერო ძალებმა ისრაელის საგარეო თავდასხმა მოიგერია. სირიული ადამინის ულფებათა დაცვის ორგანიზაციის ცნობით, საჰაერო იერიშს მოჰყვა მსხვერპლი, თუმცა, ზუსტად რაოდენობა უცნობია. შეგახსენებთ, ისრაელის ძალებს ირანის სამხედრო ობიექტებზე სირიაში ამ დრომდეც განუხორციელებია თავდასხმა