ისრაელმა ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინის 6 მილიონი დოზა აქვს შეკვეთილი, რომლის პირველ პარტიას ქვეყანაში უახლოეს მომავალში შეიტანენ. ისრაელი მესამე ქვეყანაა მსოფლიოში აშშ-სა და კანადის შემდეგ, რომელმაც Moderna-ს ვაქცინის გამოყენება ოფიციალურად დაამტკიცა.
ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაციის პროგრამა Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებით 27 დეკემბრიდან მიმდინარეობს. ყოველ 100 მოქალაქეზე აცრილთა რაოდენობით ისრაელი პირველ ადგილზეა მსოფლიოში.