23:16
23 სექტემბერი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ისრაელმა ღაზას სექტორში საპასუხო სარაკეტო დარტყმა განახორციელა
16-09-2020

ისრაელის სამხედრო ავიაციამ განაცხადა, რომ ღაზას სექტორზე 10-მდე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ამასთან, გუშინ ღაზას სექტორიდან ისრაელის ქალაქ აშდოდის მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

ღაზას სექტორიდან რაკეტების გაშვება ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ასევე ისრაელსა და ბაჰრეინს შორის ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით შეთანხმებების გაფორმებისას მოხდა.

„არ მიკვირს, რომ პალესტინელმა ტერორისტებმა ისრაელის წინააღმდეგ ცეცხლი სწორედ ამ ისტორიული ცერემონიის დროს გახსნეს. მათ მშვიდობის უკან დახევა სურთ, თუმცა ამას ვერ მიაღწევენ,“ - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები