ისრაელმა სირიაში ირანისა და სირიის სამხედრო ძალების ათეულობით სამიზნის წინააღმდეგ საპასუხო საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის უმეტესობა ირანელები არიან. მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა ირანი გააფრთხილა, რომ ისრაელი წესებს ცვლის და "ნებისმიერი, ვინც ისრაელის მიმართულებით დღის განმავლობაში შეტევას განახორციელებს, ღამით ვეღარ დაიძინებს".
"ჩვენი გზავნილი ირანის ლიდერებისადმი მარტივია: თქვენ აღარ გაქვთ იმუნიტეტი. სადაც არ უნდა გაავრცელოთ თქვენი საცეცები, ჩვენ მათ გავანადგურებთ. ისრაელის თავდაცვის ძალები განაგრძობენ ისრაელის მოქალაქეების დაცვას", - განაცხადა ნაფტალიმ.
შეგახსენებთ, რომ 19 ნომებერს სირიამ ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობების მიმართულებით რაკეტები გაუშვა.