ისრაელის თავდაცვის მინისტრი ბენი განცი თვითიზოლაციაში იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია განცის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორაციით, თავდაცვის მინისტრი თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც პირს, რომელთანაც რამდენიმე დღის წინ კონტაქტი ჰქონდა, მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა.
„პასუხისმგებლობის გრძნობის გამო და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, თავდაცვის მინისტრი კარანტინში გადავიდა და საქმიანობას დისტანციურად განაგრძობს,“- ნათქვამია განცის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ბენი განცი თავს კარგად გრძნობს.