ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორში საჰაერო დარტყმებს ახორციელებენ. ისრაელის ქალაქებს „ჰამასის“ მებრძოლები უტევენ. ავიაიერიშებს კონფლიქტის ორივე მხარეს ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი ავიაიერიშსას ღაზას სექტორში განთავსებულ შატის ლტოლვილთა ბანაკში ოთხსართულიანი სახლი ჩამოიშალა, რა დროსაც დაიღუპა მინიმუმ 10 ადამიანი, მათ შორის 8 ბავშვი. თავის მხრივ „ჰამასი“ ისრაელს ცენტრალური ტერიტორიების დაბომბვით დაემუქრა. ეგვიპტემ ღაზას სექტორში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები გააგზავნა, რომლითაც ისრაელის ავიაიერიშის შედეგად დაშავებულებს ეგვიპტის საავადმყოფოებში სამკურნალოდ გადაიყვანენ. ღაზაში ისრაელის ავიაიერიშის შედეგად კიდევ ერთი მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა, სადაც Associated Press -ის და Al Jazeera-ს ოფისები მდებარეობდა. მედიის ინფორმაციით, შენობაში თავდასხმამდე ევაკუაცია განხორციელდა. შენობაში სხვა ოფისები და კერძო საცხოვრებელი ბინებიც იყო განთავსებული.