ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზას სექტორში პალესტინური ორგანიზაცია "ისლამური ჯიჰადის" საველე მეთაური ბაჰა აბუ ალ-ატა მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აბუ ალ-ატას საცხოვრებელ სახლზე შეტევა გამთენიისას განხორციელდა. ოპერაციის დროს დაიღუპა კიდევ ერთი და დაშავდა ორი ადამიანი.
ინფორმაციას ალ-ალტას გარდაცვალების შესახებ ორგანიზაცია "ისლამური ჯიჰადიც" ადასტურებს და ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო ქმედებებით იმუქრება.
ისრაელის ხელისუფლება ბაჰა აბუ ალ-ატას სარაკეტო, ასევე დრონებისა და სასნაიპერო იარაღით განხორციელებულ თავდასხმებში ადანაშაულებდა.