ისრაელის სახანძრო და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ იერუსალიმის მიდამოებში გაჩენილი ტყის ხანძარი პალესტინელების მიერ განხორციელებული წინასწარ განზრახული ქმედება იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გუშინ შუადღისას იერუსალიმის დასავლეთით ტყეებში გაჩენილი ხანძრის გამო ისრაელის სახანძრო და სამაშველო სამსახურები იძულებულები გახდნენ, მიმდებარე ტერიტორიიდან ათობით ადამიანის ევაკუირება განეხორციელებინათ. რამდენიმე ხანძარი გაჩნდა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზეც.
ხანძრების ლოკალიზება საღამომდე მოხერხდა, თუმცა მეხანძრეები ტერიტორიებზე ღამის განმავლობაშიც დარჩნენ.