ისრაელის ოპოზოციური პარტია - "არაბთა გაერთიანებული სია" - მზადყოფნას გამოთქვამს, ახალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად მხარი გენშტაბის ყოფილ ხელძღვანელს, ბენი განცის დაუჭიროს, მათი თქმით, მომავალი პრერმიერი სწორედ ბენი განცი უნდა გახდეს.
თუ ბენი განცის პარტია "ლურჯი და თეთრი" და "გაერთიანებული სია" კოალიციას შექმნიან, განცის მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი ქნესეთში ნეთანიაჰუს მემარჯვენე ბლოკზე მეტ მანდატს მოიპოვებს, თუმცა უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო მანდატები ჯერ-ჯერობით არცერთ მათგანს აქვს.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ბენი განცმა ნეთანიაჰუს კოალიციის შექმნის მიზნით მოლაპარაკებების დაწყებაზე უარი განუცხადა.
ისრაელში საპარლამენტო არჩევნები გასულ კვირას გაიმართა. ნეთანიაჰუს პარტიას "ლიკუდს" 12-წევრიან პარლამენტში 31 ადგილი ერგო, რაც იმას ნიშნავს რომ იგი დამოუკიდებლად მთავრობას ვერ აყალიბებს.