ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს იაკოვ ლიცმანსა და მის მეუღლეს ჩავას კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდათ,- ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი თქმით, ჯანდაცვის მინისტრისა და მისი მეუღლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მედიის ინფორმაციით, 71 წლის მინისტრი თავისი მოვალეობის შესრულებას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს. შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის 6 092 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი - 26-ია.