სირიაში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში, გარი კოენი, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას რუსეთის საგარეო უწყების მაღალჩინოსნების გარდა, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებიან. ისრაელის ხელისუფლება კი რუსული თვითმფრინავი ИЛ-20-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას სირიის რეჟიმს აკისრებს. "ისრაელი მწუხარებას გამოთქვამს რუსული თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრების გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ასადის რეჟიმს ეკისრება", - ნათქვამია განცხადებაში.