გასული ღამის განმავლობაში ისრაელმა სირიაში საჰაერო თავდასხმები განახორციელა, რომლის სამიზნეც ირანთან დაკავშიორებული პირები იყვნენ. ავიაიერიში ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დეირ ალ-ზურისა და ალბუ ქამალის რეგიონებში მოხდა.
BBC-ის ინფორმაციით, თავდასხმის დროს 14 სირიელი ჯარისკაცი და მილიციის 43 წარმომადგენელი დაიღუპა, რომლებიც ირანთან იყვნენ დაკავშირებულები. ისრაელის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელის, გენ ავივ კოჩავის თქმით, ბოლო დროს სირიაში ირანელი სამხედროებისა და ირანთან დაკავშირებული პირების რაოდენობა გაიზარდა, რაც ისრაელს საფრთხეს უქმნის.
BBC-ის ცნობით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში ისრაელის მხრიდან სირიაში 4 ასეთი თავდასხმა განხორციელდა.