ისრაელის არმია - ლიბანიდან ისრაელისკენ რაკეტები ისროლეს - Palitra News

ისრაელის არმია - ლიბანიდან ისრაელისკენ რაკეტები ისროლეს

2021-07-20 10:03:02+04:00

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ.

მათივე ცნობით, გაშვებული რაკეტების გამო ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში სირენების ხმა გაისმა, თუმცა ინციდენტს ზიანი და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ერთი რაკეტა სარაკეტო თავდაცვამ ჩამოაგდო, ხოლო მეორე ღია ტერიტორიაზე დაეცა. მათივე ინფორმაციით, ისრაელმა თავდასხმას საარტილერიო ცეცხლით უპასუხა.

ცნობისათვის, ლიბანის სამხრეთ ნაწილში დაჯგუფება „ჰეზბოლა“, რომელთანაც ისრაელს 2006 წელს ომი ჰქონდა, გავლენიან ძალას წარმოადგენს.