ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ომანის სანაპიროსთან ნავთობმზიდზე განხორციელებულ თავდასხმაში, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ირანს ადანაშაულებს. “ირანი არ არის მხოლოდ ისრაელის პრობლემა, ის არის ტერორიზმის, დესტრუქციის და არასტაბილურობის ექსპორტიორი, რომელიც ყველა ჩვენგანს აზარალებს. მსოფლიო არ უნდა დუმდეს ირანის ტერორიზმის წინაშე, რომელიც ასევე ზიანს აყენებს გადაზიდვის თავისუფლებას“, – ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ იაირ ლაპიდის განცხადებაში. ხუთშაბათს ომანის სანაპიროზე ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობის ტანკერ Mercer Street-ს დაესხნენ თავს, რასაც ორი ადამიანის - რუმინეთის და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა.