ისრაელმა, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო, საკუთარი მოქალაქეებისთვის სამხრეთ აფრიკის რეგიონის შვიდ ქვეყანაში გამგზავრება, უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის კი, ამ ქვეყნებიდან ისრაელში შესვლა აკრძალა.
Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ლესოთო, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მოზამბიკი, ნამიბია და ესვატინი ე.წ. „წითელ სიაში შეიყვანა“.
ამ ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებს სასტუმროში 7-14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ცნობისათვის, სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს.
არსებული ვითარების შესაფასებლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები დღეს სამხრეთ აფრიკის ოფიცილურ პირებთან შეხვედრას გეგმავენ.