ისრაელმა და კვიპროსმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ორი ქვეყნის ვაქცინირებულ მოქალაქეებს შეზღუდვების გარეშე მოგზაურობის საშუალებას აძლევს.
მედიის ინფორმაციით, კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადესმა ისრაელის პრეზიდენტთან, რუვენ რივლინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება ისრაელსა და კვიპროსს შორის ფრენების განახლების შესაძლებლობას გააჩენს.
კვიპროსის პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ- მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსაც შეხვდა და შეხვედრის შემდეგ დაადასტურა, რომ 2021 წლის 1 აპრილიდან ისრაელის მოქალაქეებს, რომლებმაც ევროკავშირის მიერ დამტკიცებული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარეს, კვიპროსში გამგზავრებისთვის PCR ტესტის გაკეთება არ მოეთხოვებათ და იქ ჩასვლის შემდეგ არც კარანტინის გავლა მოუწევთ.