აშშ-ს მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მხრიდან გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის მიხედვით, მეცნიერ მკვლევარებმა ისპანახის ფოთლებზე მცირედი ჩარევის შედეგად იგი ბომბის დეტექტორად გადააქციეს. მათ ისპანახის ფოთლებზე პატარა ნანო ნაწილაკები და ნახშირბადის ნანო მილები დაამაგრეს, რომლებითაც სახმელეთო ნაღმებზე არსებული ნიტრო არომატები შეაგროვეს და შემდეგ მათზე ლაზერის დასხივებით ნაღმის არსებობის შესახებ სიგნალების მიღება დაიწყეს.
მოკლედ, ისპანახის ფოთლების მიერ შეგროვებული მონაცემები შეიძლება გადაეცეს უსადენო ე.წ. გონიერ მოწყობილობებს.