ისნისა და სამგორის რაიონში მცხოვრებ 45 ოჯახს სიმბოლურ ფასად საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, მერია მაქსიმალურად დაუდგება გვერდით იმ ადამიანებს, რომლებიც საცხოვრებელი ფართების დაკანონებას წლების განმავლობაში ვერ ახერხებენ.