ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი 19 აგვისტოს გამთენიისას გაჩნდა.დაზარალებულთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ხანძარი თავდაპირველად ტერიტორიაზე არსებულ სახაჭაპურეს გაუჩნდა და შემდეგ მაღაზიებზე გადავიდა. მათივე ინფორმაციით ხანძრის შედეგად 40-მდე მაღაზიაა დამწვარი. ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე 21 სამაშველო ბრიგადა და 100- ზე მეტი მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული.არსებული ინფორმაციით, დამწვარია 1200 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
იხილეთ: ისნის ბაზრობის შესასვლელი ყველა კარი საპატრულო პოლიციის ლენტითაა შემოღობილი - "70 მაღაზიაა დამწვარიო, არ აზღვევენ, თორემ ვინ არ დააზღვევდა"ძლიერი ხანძარი ისნის ბაზრობაზე - მობილიზებული 100-ზე მეტი მეხანზრე-მაშველი და დამწვარი 1200 კვმ ფართობი