ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე შესასვლელი ყველა კარი, სადაც ხანძარი გაჩნდა, საპატრულო პოლიციის ლენტითაა შემოღობილი. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და ბაზრობის ტერიტორიაზე არცერთ გარეშე პირს არ უშვებენ. ამ დროისთვის ადგილზე კვლავ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პირია შეკრებილი, რომლებიც აცხადებენ, რომ ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე კომერციულ ფართებს ფლობენ, თუმცა ამ დროისთვის არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, დაზიანდა თუ არა ხანძრის შედეგად მათი მაღაზია.
იხილეთ: ისნის მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე დამწვარია 1200 კვადრატული მეტრი ფართობი