ისნის მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ბაზრობის ტერიტორიაზე არიან შეკრებილი. ისინი დამწვარი პერიმეტრის შესწავლის პროცესში კერძო ექსპერტის ჩართვას ითხოვენ. მათ მიერ შერჩეული კერძო სპექტრი ადგილზე იმყოფება, თუმცა ექსპერტის თქმით დამწვარ პერიმეტრზე შესვლის უფლება გამომძიებელმა არ მისცა. ერთერთი დაზარალებულის განცხადებით საქმეში კერძო ექსპერტის ჩართვა იმიტომ მოითხოვეს, რომ რეალურად დადგინდეს, რამ გამოიწვია 24 აგვისტოს მეორადი ავტომობილების ბაზრობაზე ძლიერი ხანძარი.ამასთან, მისივე განმარტებით, საქმეში ადვოკატის ჩართვის შემთხვევაში აპირებენ გამოძიებისთვის მიმართონ პროკურატურას და სარჩელი სასამართლოშიც შეიტანონ.