ისნის მეორადი ავტონაწილების ავტობაზრობის დამწვარ ტერიტორიაზე გამომძიებლები მუშაობას განაგრძობენ. დამწვარი ტერიტორია მათ სპეციალური ღობით აქვთ შემოსაზღვრული და დაზარალებულები ამ დროისთვის შიგნით შესავლას ვერ ახერხებენ. როგორც დაზარალებულებმა განაცხადეს, განადგურებულია თითქმის ყველაფერი. მეორადი ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი 19 აგვისტოს გამთენიისას გაჩნდა.ადგილზე 21 სამაშველო ბრიგადა და 100- ზე მეტი მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული.არსებული ინფორმაციით, დამწვარია 1200 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.