აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ სომხეთი გაკოტრებული ქვეყანაა და საინტერესოა, რა ფულით ყიდულობს ის იარაღს. „ჩვენ სომხეთის სამხედრო-ტექნიკური პოტენციალი დიდწილად გავანადგურეთ. თუმცა, ისმის კითხვა, საიდან მოვიდა სომხეთში ამდენი იარაღი და აღჭურვილობა“, - განაცხადა ალიევმა. მისივე თქმით, სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტი ყველასთვის ცნობილია და მისი სამხედრო ბიუჯეტიც ცნობილია. „სომხეთი გაკოტრებული ქვეყანაა. მისი საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 60-70%-ს შეადგენს. რა ფულით ყიდულობს ის იარაღსა და მანქანებს? იმ ტექნიკის ღირებულება, რაც გავანადგურეთ და ხელში ჩავიგდეთ, 2 მილიარდ აშშ დოლარამდეა. ისმის კითხვა : ვინ ამარაგებს მათ იარაღით?“- განაცხადა ალიევმა.