ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერის ტერიტორიაზე გაუჩინარებული 22 წლის ნიკა ბეგაძის სამძებრო ღონისძიებები ოფიციალურმა სტრუქტურებმა დღეიდან უნდა განაახლონ, - ამის შესახებ დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.ისლანდიის ოფიციალურმა სტრუქტურებმა ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები 24 ივლისს, ხუთდღიანი ძებნის შემდეგ შეწყვიტეს. როგორც გიგი გიგიაძემ განმარტა, ამის მიზეზი სავარაუდოდ ის გონივრული ვადა იყო, რა პერიოდშიც შესაძლებლია, ამ პირობებში დაკარგული ადამიანის ცოცხლად პოვნა.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ისლანდიაში 30 ივლისს გაემგზავრებიან ნიკა ბეგაძის მამა და დის ქმარი. მათ გამგზავრებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმარება. ნიკა ბეგაძე 19 ივლისს, ისლანდიაში გულფოსის ჩანჩქერის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.