05:22
27 ოქტომბერი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ისლანდიაში ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის ამომტუმბავი უდიდესი ქარხანა გაიხსნა
13-09-2021

ისლანდიაში დედამიწის ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის ამომტუმბავი უდიდესი ქარხანა, Orca გაიხსნა, რომელსაც თავისი მასშტაბით მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

ქარხანა შვეიცარულმა კომპანია Climeworks AG-მა და ისლანდიურმა Carbfix-მა ააშენეს. შვეიცარელები ნახშირორჟანგის უშუალოდ ჰაერიდან ამოტუმბვის სპეციალისტები არიან, ხოლო ისლანდიური Carbfix ნახშირბადის შემნახველი კომპანიაა.

ახალ ქარხანას შეუძლია, ატმოსფეროდან ყოველწლიურად 4 ათასი ტონა ნახშიროჟანგი ამოიღოს, რაც წელიწადში, დაახლოებით, 790 მანქანის ექვივალენტია. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს CO2-ის გლობალურმა გამონაბოლქვმა 31 მილიარდ 500 მილიონი  ტონა შეადგინა. ნახშირორჟანგის უშუალოდ ატმოსფეროდან ამოტუმბვა ერთ-ერთი იშვიათი ტექნოლოგიაა, რაც, მეცნიერების აზრით, გლობალური დათბობის შესაჩერებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები