ადამიანთა უფლებების დაცვის სირიის ობსერვატორიის ცნობით „ისლამურმა სახელმწიფომ“, სირიის აღმოსავლეთ ნაწილში სიკვდილით 33 ადამინი დასაჯა. წყაროს მიხედვით, ტერორისტულმა ორგანიზაციამ ალ მაიადინის უდაბნოში, სტატეგიული მნიშვნელობის ქალაქ, დეირ ეზორის მახლობლად მასიური მკვლელობა ჩაიდინა. ლონდონში დაფუძნებული მონიტორინგის ჯგუფმა განაცხადა, რომ ეს ყველაზე დიდი სიკვდილით დასჯის ოპერაციაა 2017 წელს, რომელიც ტერორისტულმა ეგრედ წოდებულმა სახელმწიფომ განახორციელა. ადამიანთა უფლებების დაცვის სირიის ობსერვატორიის ინფორმაციით მსხვერპლთა ასაკი 18-დან 25 წლამდეა და ისინი ბასრი ინტრუმენტებით მოკლეს.