ერაყში, ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" 100-მა მებრძოლმა, ქალაქ მოსულის სამხრეთ ნაწილში, სამთავრობო ძალების პოსტი გაარღვია და ქალაქის ნაწილი დაიკავა. ტერორისტული ეგრედ წოდებული სახელმწიფოს მებრძოლებმა სოფელი ჰავიჯა დაიპყრეს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, რადიკალ ისლამისტებთან გამკლავებას საკუთარი ძალებით ცდილობენ. პარალელურად ერაყის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი დანაყოფი, სოფლის გასათავისუფლებლად სპეცოპერაციისთვის ემზადება, რადგან „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები დანებებას არ აპირებენ. ისინი სხვადასხვა ადგილებში იმალებიან, რაც მათ წინააღმდეგ ბრძოლას ართულებს. ამასთან ერთად „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ერაყის რამდენიმე ქალაქში დღემდე რჩებიან, სადაც ისინი თავს მშვიდობიან მოსახლეობას აფარებენ.