"ისლამური ჯიჰადის" ინფორმაციით, ეგვიპტის შუამავლობით, ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. "ისლამური ჯიჰადის" წარმომადგენლის თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ პალესტინურმა მხარემ უზრუნველყოს ღაზას სექტორში მშვიდობის შენარჩუნება, ხოლო ისრაელმა უნდა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და უზრუნველყოს ხელშეკრულების პირობების შესრულება. ამასთან, ისრაელის მედია წერს, რომ მიუხედევად შეთანხმებისა, ღაზას სექტორიდან აქტიური სარაკეტო თავდასხმები მიმდინარეობს. ვითარება მხარეებს შორის განსაკუთრებით მაშინ გამწვავდა, როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა, პალესტინელი სამხედრო მეთაური ბაჰა აბუ ალ-ატა მოკლეს.
მოგვიანებით, "ისლამურმა ჯიჰადმა" ისრაელს ომი გამოუცხადა. დაპირისპირებას ათობით პალესტინელი შეეწირა. დაშავებულია ასევე ისრაელის ათობით მოქალაქე.