ISIS-მა ჩინეთის ორი მოქალაქე სიკვდილით დასაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, ისინი პაკისტანის ქალაქ ქვეტადან გაიტაცეს, სადაც ენის სასწავლად იმყოფებოდნენ, მათთან ერთად კიდევ მესამე პირი იყო, რომელმაც გაქცევა მოახერხა. 4 ივნისს პაკისტანის სპეცდანიშნულების რაზმმა სამძებრო ოპერაცია დაიწყო, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.