ისინი დღემდე მე-18 საუკუნეში ცხოვრობენბევრს, ალბათ, ვერც კი წარმოუდგენია, რომ დღეს, XXI საუკუნეში, ჩვენს პლანეტაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც პრაქტიკულად არ სარგებლობენ ელექტროენერგიით, ტელეფონით და ტექნოლოგიური სიახლეებით.ცხოვრობენ ხის, ძალიან უბრალო სახლებში, ავტომობილს და ტრაქტორს ცხენი ურჩევნიათ და საკუთარ თავს "უბრალო ადამიანებად" მიიჩნევენ. ამ უცნაურ ადამიანებს - ამიშები ჰქვიათ. ისინი 3 საუკუნის წინ გამოჩდნენ ამერიკაში და სხვა პროტესტანტული სექტებისგან განსხვავებით, შეძლეს უცვლელად მოეტანათ დღემდე ცხოვრების უჩვეულო წესი.