აშშ-ის სამხედრო ხომალდი, ფიცჯერალდი, იაპონიაში, ტოკიოს ყურესთან ფილიპინების დროშის ქვეშ მცურავ სავაჭრო გემს შეეჯახა. მომხდარის შედეგად დაშავებულია სულ მცირე სამი ადამიანი, რომელთა შორის გემის კაპიტანიცაა. დაკარგულად კი 7 ამერიკელი მეზღვაური ითვლება. იაპონიის საზღვაო დაცვის წარმომადგენლის თქმით, ამერიკულ ხომალდში წყალი შედიოდა, მაგრამ ჩაძირვის საშიშროება არ არსებობდა. ამერიკული საზღვაო გამანადგურებელი ნაპირზე სპეციალური გემის დახმარებით გადაიყვანეს. ფილიპინურმა გემმა კი ნაპირამდე მისვლა დამოუკიდებლად შეძლო. ოფიციალური განცხადება აშშ-ის საზღვაო ძალებშიც გაკეთდა. სადაც ნათქვამია, რომ ხომალდი ფიცჯერალდი სავაჭრო გემს დაეჯახა, რაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა და მომხდარს გამოიძიებენ.