"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ანგარიშის თანახმად, 2018 წლის დასაწყისში ცესკო-ს თავმჯდომარის ანაზღაურება, დაახლოებით, 55%-ით გაიზარდა, მოადგილის - 68%-ით, მდივნის შემთხვევაში კი მატება 69% იყო.
მათივე ინფორმაციით, ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიების დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურების ოდენობებს განსაზღვრული არ არის.
განასზღვრული ასევე არ არის ის კრიტერიუმები და საფუძვლები, რომელზე დაყრდნობითაც საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს მიერ დადგენილი ზღვრული თანხების ფარგლებში კონკრეტულ თანამდებობრივ სარგოს პოზიციების მიხედვით ადგენენ.