ისევე როგორც ხანძრის ქრობის პროცესი, გამოძიებაც ინტენსიურად მიმდინარეობს - ამის შესახებ შს მინისტრმა ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის მიზეზებთან დაკავშირებით , დივერსიის ვერსიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. გიორგი მღებრიშვილმა გამოძიების დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საჭიროა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას.ამასთან, მინისტრმა სახანძრო სამუშაოების მიმდინარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება.