ქალბატონო სალომე, მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენ ამ ბოლო დროს მოიპოვეთ ექსკლუზიური უფლება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თარგმნის, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ სალომე სამადაშვილს, რომელმაც უმრავლესობის წევრებს შეახსენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მილოცვაში ხაზი გაუსვა დემოკრატიისა და მართლმსაჯულების მნიშვნელობას.
როგორც გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორები პირველ რიგში არის საქართველოს მეგობრები და არა “ნაციონალური მოძრაობის”.