საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ისეთი პაციენტები, რომელთაც ექნებათ კორონავირუსის მსუბუქი გამოვლინება, ოჯახის ექიმის მომსახურებას სახლში მიიღებენ. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრმა განმარტა, რომ კორონავირუსის მიმდინარეობა პაციენტების 80-82 პროცენტში მსუბუქად მიმდინარეობს.