დეტექტივების მოყვარულთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ მისს მარპლის პროტოტიპი აგატა კრისტია, თუმცა თავად ავტორი ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ საერთო არაფერი ჰქონდა საკუთარ პერსონაჟთან, რომელიც სრულიად შემთხვევით დაიბადა, "ბებიას სახლის სხვენში ძველი რედიკიული ვიპოვე, ტკბილი ორცხობილას ნამცეცები გადმოვბერტყე, ორი პენი, გაცრეცილი აბრეშუმის მაქმანი ჯიბეში ჩავიდე და მისს მარპლიც დაიბადა", - ჩვეული ღიმილით იხსენებდა მისსის კრისტი. დეიმ აგატა მერი კლარისა მილერი 1890 წლის 15 სექტემბერს დაიბადა ტიპიურ ვიქტორიანულ ოჯახში. დედა მუდმივად თავშესაქცევს ეძებდა და ხან ახალ ხელსაქმეს სწავლობდა, ხან მოდური რელიგიით იყო გატაცებული, მამას პერიოდულად სტანჯავდა ალკოჰოლური პრობლემები, ბავშვები (უფროსი ძმა ლუის მონტანი, და მარგარეტ ფრერი) კი, ძიძას მეთვალყურეობით იზრდებოდნენ, რომელიც პატარებს საკუთარი შვილებივით ზრდიდა და უგემრიელესი პუდინგით ანებივრებდა.