2017 წელს, წინა წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება 2.1%-ით არის შემცირებული. კერძოდ, "აისეტის" კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, მემცენარეობაში 0.4%-იანი, მეცხოველეობაში კი - 3.8%-იანი კლება ფიქსირდება. ამასთან, 2017 წელს 2014-2016 წლების მონაცემებთან შედარებით შემცირებულია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებიც, როგორც პროცენტული, ისე აბსოლუტური მნიშვნელობით.