13:49
2 ივლისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ISET - "ბიზნესის განწყობის ინდექსი" 2018 წლის მეორე კვარტალში გაიზარდა
06-08-2018

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი გაიზარდა და 39.6 პუნქტი შეადგინა, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 8.3 პუნქტით აღემატება. კვლევის თანახმად, რომელშიც  75 დიდი და 161 მცირე და საშუალო კომპანია მონაწილეობდა, გაუმჯობესებული ბიზნესის განწყობა ზოგადად ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების გააქტიურებას ეხმიანება.


"აისეტის" ცნობით, მცირედით, თუმცა საანგარიშო პერიოდში ასევე გაზრდილია გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი. ამასთან, მნიშვნელოვნად გაზრდილია ბიზნესის ოპტიმიზმი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები