19:03
23 იანვარი, 2022, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
კომენტარის გარეშე
"ისე ვინერვიულე, არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა... დროც ძალიან ცოტა იყო დარჩენილი" - რას ჰყვება ქალი, რომელმაც ის თანხა დაკარგა, რომლითაც სესხი უნდა დაეფარა და რა მოხდა, როცა ეს ამბავი სოციალურ ქსელში დაწერა
03-12-2021

რამდენიმე დღის წინ ნინო ბიწაძემ 200 ლარი დაკარგა. ამბობს, რომ ეს თანხა მისი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან სესხის პროცენტი უნდა გადაეხადა. ამბობს, რომ ძალიან განიცადა, არ იცოდა, სესხი როგორ გადაეხადა. მეგობრის რჩევით, დიდი დიღმის დახურულ ჯგუფში დაწერა, თუმცა იმედი არ ჰქონდა, რომ ამ თანხას ვინმე დაუბრუნებდა. მის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მეორე დღეს, მოულოდნელად, მისთვის სრულიად უცხო ადამიანმა დაკარგული თანხა დაუბრუნა.

ამბობს, რომ ადამიანების გვერდით დგომამ ისე გაახარა, დაკარგულ თანხაზე აღარ ნერვიულობდა. უცხო ადამიანების თხოვნით, მისმა მეგობარმა ნინოს ანგარიშის ნომერი დაწერა და თანხის შეგროვება დაიწყეს, რომ ნინოს სესხი გადაეხადა. მას შემდეგ, რაც კუთვნილი თანხა იპოვა, ის ფული, რომელიც შეგროვდა, 11 წლის ანანოს დასახმარებლად გადარიცხა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ მანქანა დაეჯახა და ახლა თურქეთში ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება.

ამბობს, ასეთ თანადგომას ნამდვილად არ ელოდა, მისი უბნელების გვერდით დგომამ ძალიან გააბედნიერა.

AutoPlay
"მივმართავ ყველას, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებას..." - რას წერს ლიზა იასკო მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს
22-01-2022
ქვეყნები, სადაც უძრავი ქონება ყველაზე იაფი ღირს
21-01-2022
პირდაპირ გეტვით, ეკატერინე ტიკარაძესთან მქონდა ამაზე საუბარი... - გიორგი ფხაკაძე
21-01-2022
განაწყენებული პუტინის განცხადება საქართველოში ამერიკელი სამხედროების შემოსვლაზე და შევარდნაძის დიპლომატიური პასუხი - ვიდეო არქივიდან
21-01-2022
"ბავშვს დღემდე წამალი არ მიუღია, ცივ წყალს ვავლებთ ხოლმე, რომ გაკაჟდეს" - რას ამბობს მამა, რომლის შვილის ვიდეო სოციალურ ქსელში კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა
21-01-2022
ხალხს კლავენ საავადმყოფოებში - რას ამბობს გიორგი ფხაკაძე?
21-01-2022
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები