სპეცოპერაცია ისანში: დააკავეს ორი პირი
სამართალდამცველებმა ისანში სპეცოპერაციის შედეგად ორი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირები ნავთლუღის ქუჩაზე ავტომობილში დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განaცხადეს, ისანში სპეცოპერაცია ნამდვილად ჩატარდა, თუმცა, მიზეზებზე კომენტარს დღeს პრესკონფერენციაზე გააკეთებენ.მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც ერთ-ერთ მოქალაქეს 10 ათას დოლარს სძალავდა.