ისანში საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ქალი პოლიციამ გაათავისუფლა. ის უკვე ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე იმყოფება. მისი განცხადებით, დააკავეს, რადგან პოლიციას უწევდა წინააღმდეგობას, თუმცა გაათავისუფლეს, რადგან სამართალდამცველებისთვის სიტყვიერი შეურაცყოფა არ მიუყენებია.
შეგახსენებთ ბინების დაკანონების მოთხოვნით ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს.