„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და მას ოპოზიციური შეთანხმებიდან გასვლაში ადანაშაულებს. როგორც ვაშაძე აცხადებს, ოპოზიციური პარტიები ისნისა და სხვა მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმებული იყვნენ, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ამ შეთანხმებას ისანში მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის კანდიდატურის წარდგენით არღვევს. მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებაა, ითამაშონ ოპოზიციური გაერთიანების შიგნით პოლიტიკური თამაშები, ნაცვლად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდი დაამარცხონ.