გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაზარალებულები ერთჯერად დახმარებას მიიღებენ. დაზარალებულ რვა ოჯახს მერია ფინანსურად დაეხმარება. ამისთვის მერიის სარეზერვო ფონდიდან 17 500 ლარი გამოიყო – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული. დახმარებას 9 კორპუსის, მესამე სადარბაზოს I-III სართულზე და მეორე სადარბაზოს მეორე სართულზე მცხოვრები 35 მოქალაქე მიიღებს. თითოეულ მოქალაქეს ერთჯერადი დახმარების სახით, 500 ლარი გადაეცემა.