უოლტერ რიდის სახელობის ეროვნული სამხედრო-სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა შეიმუშავეს პრეპარატი, რომელიც ჰეროინის მოქმედებას ბლოკავს. ის უკვე გამოიცადა ცხოველებზე - ლაბორატორიულ თაგვებსა და ვირთხებზე. ორგანიზმში მოხვედრისას პრეპარატი ანტისხეულებს გამოათავისუფლებს, რომლებიც ოპიოიდების მოლეკულებს ჰემატო-ენცეფალურ ბარიერზე გავლაში უშლიან ხელს. ნარკოდამოკიდებულისთვის ეს ნიშნავს, რომ გარდა დამოკიდებულობისა, მიღებული დოზით ის ვერ განიცდის ნარკოტიკის ფსიქოაქტიურ ეფექტს. მკვლევარების თქმით, ახალი პრეპარატი ხელს უშლის ჰეროინისა და სხვა ოპიოიდების მოხვედრას ტვინში. ცდების დასასრულებლად მეცნიერებს კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდებათ.