ხველებას, სურდოსა და გაციების ხშირად ინჰალაციით მკურნალობენ. ინჰალატორი ბევრ მშობელს შინაც აქვს და სახლის პირობებში უტარებს ბავშვს პროცედურას. ინჰალაცია ფილტვებსა და ბრონქებს სასარგებლო ნივთიერებებს სწრაფად აწვდის და გამოჯანმრთელებაც სწრაფად მიმდინარეობს. თუმცა, ასეთი ფიზიოთერაპიული პროცედურა ყველასთვის სასარგებლო არაა. ინჰალაციის დადებითი თვისებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა გამოვყოთ: მოზრდილისა და პატარისთვის სასუნთქი გზების დატენიანება; ლორწოს გათხიერება, რაც მის ადვილად გამოდევნას იწვევს; სპაზმისა და შეშუპების მარტივი მოხსნა; გამოკვეთილი ანტიბაქტერიული ზემოქმედება. არსებობს რამდენიმე სახეობის ინჰალაცია: ორთქლის, ნებულაიზერი, კომპრესორული და კომბინირებული ინჰალატორები.ორთქლის ინჰალატორი ყველაზე ხელმისაწვდომი და მარტივი მეთოდია. იგი ათბობს და ატენიანებს ლორწოვან გარსს.თანამდეროვე ორთქლის ინჰალატორებში რეგულირდება ტეპერატურა, მოჰყვება ნიღაბი, რაც სუნთქვით მკურნალობას უფრო მოსახერხებელსა და უსაფრთხოს ხდის. ნებულაიზერი არ საჭიროებს ცხელ ორთქლს, ექიმის რჩევით, შეგიძლიათ ცვალოთ მისი სიხშირე. უვნებელია, როგორც მოზრდილებისთვის, ასევე პატარებისთვის. გამოიყენება თითქმის ყველა სასუნთქი დაავადების სამკურნალოდ. არ იწვევს შეშუპებას, დაავადების გამწვავებას. ინჰალაციის აპარატის შინ ქონა იმას არ ნიშნავს, რომ ყოველ წამოხველებას თუ გაციებას ინჰალაციით უნდა უმკურნალოთ. ინჰალაცია რეკომენდებულია, როცა საჭიროა მედიკამენტის უშუალო შეყვანა სასუნთქ გზებში. ამას კი ექიმის გარეშე ვერ გადაწყვეტთ.