03:46
19 მაისი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
"ის, რაც არჩილ ტატუნაშვილმა ჩაიდინა, ბოლო წლების განმავლობაში იყო გმირობის უდიდესი მაგალითი" - პრემიერი არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერის გახსნას დაესწრო
22-02-2020

ის, რაც არჩილ ტატუნაშვილმა ჩაიდინა, ბოლო წლების განმავლობაში იყო გმირობის უდიდესი მაგალითი და შესაბამისად, სამშობლოსთვის მოკლული ადამიანის გმირულად, თავდადებით ხსოვნა, ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც უნდა გვაერთიანებდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს სოფელ წილკანში განუცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების 2 წლისთავთან დაკავშირებით ჩავიდა. წილკანში ქართველი გმირის სახელობის სკვერი გაიხსნა.

ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს, 23 თებერვალს კი ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს და 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. იგი გარდაცვალების შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

AutoPlay
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი ნიკა მელია კიევშია ჩამოსული - მიხეილ სააკაშვილი
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხვედრა სავარაუდოდ, 22 მაისს გაიმართება
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის ფაქტზე უკრაინის მოქალაქე დააკავა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ირაკლი ზარქუას განცხადებით, "ქართულ ოცნებას" კახა კალაძეზე უკეთესი ალტერნატივა არ ჰყავს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
კახა კალაძე "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები