იაპონიის დედაქალაქი, ტოკიო, ცნობილია ძალიან ბევრი საინტერესო, უცნაური და ტრადიციული ადგილებით. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ადგილი" საყვარელი მონსტრების კაფეა", რომელიც სებასტიან მასუდას დიზაინით არის შექმნილი. ეს არის ყველაზე ფერადი და უცნაური ადგილი, რომელიც სავსეა ნეონის სინათლეებით, საოცარი კოსტიუმებით და რობოტებით. საუკეთესო დღე კაფეში მისასვლელად ხუთშაბათია. ამ ადგილს მოიხსენიებენ, როგორც ინსტაგრამის ფოტოებისთვის საუკეთესო ადგილს. "საყვარელი მონსტრების კაფე" გამორჩეულია არამხოლოდ ინტერიერის დიზაინით არამედ საჭმელებითაც. მაგალითად ფერადი პასტა ან კურდღლის ფერადი ბურგერები.