საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ერქვანია კომენტარს აკეთებს თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას. ერქვანიამ კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო. მისი თქმით, ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც საჭირო იყო, მიზეზებს კი მისი თქმით, უკვე ისაუბრა. ერქვანიას განცხადებით, მისთვის უცნობია მიიღებს თუ არა „ქართული ოცნება“ მისი გარიცხვის გადაწყვეტილებას.