ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის საქმის მოწმის, ირაკლი მამალაძის განცხადებები გააცნო.როგორც ფანცულაიამ ჟურნალისტებს ე. წ. მატროსოვის ციხეში, ბრალდებულის მონახულების შემდეგ განუცხადა, დეკანოზი ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ ფრაზას ამბობს, რომ ირაკლი მამალაძე არის მისი გარე ბიძაშვილი, არის ირაკლი მამალაძის ძმისშვილის ნათლია და არის უახლოესი მეგობარი.
იხილეთ:ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე ადასტურებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მოწმეა