ქართულ ოცნებასდი შიდა დაპირისპირება მწვავდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილი უკვე ღიად საუბრობენ, რომ თუ პროცესები ასე გაგრძელდა, ისინი პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვენ. "ქართული ოცნების" წევრი დავით ჭიჭინაძე ამბობს რომ ბოლო პერიოდში ირაკლი კობახიძე აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის პარტიის თავმჯდომარის პრემიერი კვირიკაშვილის განცხადებებთან.
"ის არ არის ჩვენი უფროსი" - აცხადებს ჭიჭინაძე და აღნიშნავს რომ მაშინ როდესაც პრემიერის წინააღმდეგ მიდის პარლამენტის თავმჯდომარე ამაზე უმრავლესობა თვალს ვერ დახუჭავს და მის გადადგომას მოითხოვს. "პარლამენტის თავმჯდომარე სკოლის დირექტორის როლში არ უნდა იყოს - ამ განცხაბას კი მმართველი გუდის კიდევ ერთი წევრი ნუკრი ქანთარია აკეთებს. დეპუტატი მიიჩნევს რომ პარლამენტის პირველი პირი გამაერთიანებელი უნდა იყოს და არა - გარკვეული ბზარის შემტანი. უმრავლესობაში კობახიძის მიერ თანაგუნდელების მისამართით გაკეთბულ განცხადებასაც გამოეხმაურნენ. "არ მგონია, კობახიძის შეფასებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რა არის შეცდომა და რა არა“ - აცხადებს ზაზა პაპუაშვილი. ცნობისთვის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა რომ უმრავლესობაში არის 3-4 დეპუტატი, რომელმაც შეცდომა დაუშვა საჯარო განცხადებების დროს.